loader

ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე, დაშავებულია 4 ადამიანი - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე, დაშავებულია 4 ადამიანი - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.