loader

სქემა, რომლის მიხედვითაც, სამი პირი მოქალაქეების მეტრომანის მონაცემებში უკანონო შეღწევასა და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას აწარმოებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სქემა, რომლის მიხედვითაც, სამი პირი მოქალაქეების მეტრომანის მონაცემებში უკანონო შეღწევასა და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას აწარმოებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.