loader

"ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ კარზე ჩემი სახელი იყო დაწერილი" - გარდაბანში სასტიკად მოკლული მოხუცი ცოლ-ქმრის შვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ კარზე ჩემი სახელი იყო დაწერილი" - გარდაბანში სასტიკად მოკლული მოხუცი ცოლ-ქმრის შვილი

გარდაბანში ორი მოხუცის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი დღე გავიდა, თუმცა პოლიციამ ვერც ერთი ბრალდებულის დაკავება ვერ მოახერხა. ცოლ-ქმრის დასახიჩრებული ცხედრები აბაზანასა და საპირფარეშოში იპოვეს.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა სასტიკი მკვლელობა შეკვეთილი. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულების შვილს კრიმინალურ ავტორიტეტებთან პრობლემები ჰქონდა, რასაც მისი მშობლების მკვლელობა მოჰყვა. მკვლელმა კედელზე წარწერა დატოვა: "ედიკ გელოდებით".

ედიკ მუსაევი რუსეთიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა და მასთან გასაუბრება "კურიერმა" შეძლო. მისი თქმით, მას მტრები არ ჰყავს და არც ბიზნესინტერესები გააჩნია. მუსაევი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმეში კანონიერი ქურდების ჩართვას. კედელზე მისი სახელის დაწერას კი, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მცდელობას უკავშირებს. ვიდეოს "რუსთავი 2" ავრცელებს.