loader

"მე რომ რამე დამემართოს, ხომ არ მოვკვდები, ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა" - რას ჰყვება დედა, რომლის 14 წლის ქალიშვილი მეოთხე დღეა კომაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე რომ რამე დამემართოს, ხომ არ მოვკვდები, ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა" - რას ჰყვება დედა, რომლის 14 წლის ქალიშვილი მეოთხე დღეა კომაშია

14 წლის გოგონა უკვე მეოთხე დღეა, უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის. მიზეზი, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის სასიკვდილო წესებია. გოგონას მშობლები იხსენებენ, რომ არასრულწლოვანი ტელეფონით შეტყობინებებს აგზავნიდა, შემდეგ კი ის ოთახში შევიდა. მოგვიანებით დედამ საკუთარი შვილი საწოლზე მომაკვდავ მდგომარეობაში ნახა.

მშობლებმა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მშობლები ჰყვებიან, რომ ბოლო პერიოდში შვილს უცნაურ საქციელს ამჩნევდნენ. მათი თქმით, გოგონას დაეწყო დეპრესია და შიშები, ასევე, მოზარდს ჰქონდა ნაჩხვლეტები ხელის მტევნებზე, რაც, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშში, ე.წ. ლურჯ ვეშაპში მის მონაწილეობაზე მიუთითებს.