loader

კონტრაქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტს მამაკაცმა თმა მოქაჩა და ხელი ჩაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონტრაქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტს მამაკაცმა თმა მოქაჩა და ხელი ჩაარტყა

კანცელარიის წინ მიმდინარე კონტრაქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტს ხელით შეეხნენ. ჟურნალისტ სესილი ბოკერიას უცნობმა მამაკაცმა თმა მოქაჩა და ხელი ჩაარტყა.

პრობლემები ექმნებათ "რუსთავი2"- ის ჟურნალისტებს, მათ ტერიტორიოს დატოვებას სთხოვენ, ასევე პრობლემები ექმნებათ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის" გადამღებ ჯგუფებსაც.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე კონტრაციაზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ის პირია, ვინც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს თავს დაესხა.

როგორც “პალიტრავიდეოს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

აქციაზე დაკავებულების შესახებ შს სამინისტრო ცოტა ხანში განცხადების გავრცელებას გეგმავს.

ასევე იხილეთ: "უნდა გაგტყიპოთ" - კონტრაქციის წარმომადგენელი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს