loader

"კარგი ხარისხის ჟოლოს შეძენა პირდაპირ ბაღიდან 8 ლარი ღირს, შეკვეთა კი გაცილებით ძვირია" - საქართველოში ჟოლოზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი ხარისხის ჟოლოს შეძენა პირდაპირ ბაღიდან 8 ლარი ღირს, შეკვეთა კი გაცილებით ძვირია" - საქართველოში ჟოლოზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს

საქართველოში ჟოლოს სეზონი უკვე ორი კვირაა დაიწყო. როგორც პროდუქტის მწარმოებელი შპს "ფრეშ ბერისის" დირექტორი და თანადამფუძნებელი აცხადებს, ჟოლოზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მკვეთრად აღემატება მიწოდებას.

როგორც კომპანიის დირექტორი East fruit-თან საუბრისას აცხადებს, კარგი ხარისხის ჟოლოს შეძენა პირდაპირ ბაღიდან 8 ლარი ღირს, შეკვეთა კი გაცილებით ძვირია. რაც შეეხება ექსპორტს, მისი თქმით, პროდუქტი საცდელად უკვე გადაეგზავნა რუსეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარს. სამომავლოდ კი კომპანია Global G.A.P-ის სერტიფიკატის მიღებასაც გეგმავს, რათა ჟოლო ევროპის ბაზარზე გაიტანოს.

ცნობისთვის, "ფრეშ ბერისი" სიღნაღში 2017 წელს, პროექტის - "დანერგე მომავალი" მხარდაჭერით დაფუძნდა. პლანტაციების საერთო ფართობი 15 ჰექტარია, საიდანაც 5 ჰექტარი ჟოლოს, 10 ჰექტარი კი მაყვალს უკავია. კომპანიამ პირველი სამრეწველო მოსავალი სწორედ წელს მიიღო.