loader

ვინ არის პუტინის "სულიერ ლიდერად" წოდებული დუგინი, რომლის სახელმაც ქართულ საზოგადოებაში ბევრჯერ გაიჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის პუტინის "სულიერ ლიდერად" წოდებული დუგინი, რომლის სახელმაც ქართულ საზოგადოებაში ბევრჯერ გაიჟღერა

რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი, სტრატეგი და ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი ცნობილია თავისი ფაშისტური ხედვებით. 57 წლის ფილოსოფოსი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერია. დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ მართლმადიდებლურ ხედვაზეა დაფუძნებული.

ნაცისტური გერმანიის იდეით შთაგონებული დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს. დუგინი თავის გამოსვლებსა თუ ინტერვიუებში საქართველოსაც ამ ევრაზიული კავშირის წევრად მოიაზრებს და ფიქრობს, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ საქართველოს მავთულხლართების პრობლემის მოგვარება სურს, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს.