loader

რა ხდება აღმაშენებლის ხეივანში ამ წუთებში - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება აღმაშენებლის ხეივანში ამ წუთებში - კადრები ადგილიდან

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.

უწყებაში შეტყობინებები ასევე შევიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი წვიმის გამო ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა.

ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერეს, დიღმის წყლის, გლდანის ხევის, ლეღვთა ხევის, კრწანისის ხევის, ორხევის, ვარაზის ხევის, ხევძმარის წყლის დონის მონიტორნიგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.