loader

ვინ არის მსახიობი ქალი, რომელიც ბორჯომში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მსახიობი ქალი, რომელიც ბორჯომში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

საარქივო ვიდეომასალა: "სამხრეთის კარიბჭე"

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ის მესხეთის თეატრში მუშაობდა. გალინა ხვიჩია 75 წლის იყო. 

საავადმყოფოში შეყვანისას მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა 75 წლის მსახიობსა და მასთან ერთად მყოფ ორ მცირეწლოვანს დაეჯახა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია.