loader

"რუსთაველის" მეტროში ორ ბიჭს აგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ: "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება" - კადრებს "პირველი არხი" ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთაველის" მეტროში ორ ბიჭს აგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ: "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება" - კადრებს "პირველი არხი" ავრცელებს

ვიდეო: საქართველოს პირველი არხი

„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტს, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც ვიდეო გადაიღო.

პირველი არხის ცნობით, ჟურნალისტი ამ წუთებში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, „რუსთაველის“ მეტროში, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ, მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.