loader

"ცუდ სიზმარში მგონია თავი... პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს..." - რა ვიდეოს აქვეყნებს აღშფოთებული ჟურნალისტი პარლამენტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცუდ სიზმარში მგონია თავი... პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს..." - რა ვიდეოს აქვეყნებს აღშფოთებული ჟურნალისტი პარლამენტიდან

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.

აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია.

სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

აღნიშნულ სესიას ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ეხმიანება. ის "ფეისბუქზე" ვიდეოს აქვეყნებს სესიიდან თანდართული ტექსტით:

"ცუდ სიზმარში მგონია თავი... პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს...  პირველი მომხსენებელიც რუსი დეპუტატია.
ძალიან მძიმე საყურებელი და სასმენია. თქვენ მეტროში დაერიეთ პატარა გოგო-ბიჭებს საყურეების გამო, შემთხვევით ქართველობა არ წაგართვან...
ფუ".