"რა სავარძლად, რა აყროლებულ კაბინეტად გიღირს დარჩენა თანამდებობაზე" - ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიას
23:37 / 22-06-2019
ყოველი წამი ამ გახარიას მინისტრობისა არის თავსლაფი "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის - ალეკო ელისაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
მისი განცხადებით, 20 ივნისის სისხლიან ღამეს ჩადენილი მთავრობას არ უნდა ეპატიოს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.