loader

პირდაპირი ეთერი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს

"ოლიგარქი კადაფი სარდაფში", "თავისუფლება ჩვენს ხელშია", რუსეთუმე გახარია, თვალთხარია", - ამ ლოზუნგებით პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, აღნიშნული პროტესტი პარლამენტში დეპუტატების მიერ ჩვეულ რეჟიმში ჩატარებულ სხდომებს ეძღვნება.

"ეს პროტესტი არის "გავრილოვის ღამის" გაგრძელება. ახალგაზრდებს დათხარეს თვალები და დღეს პარლამენტში ატარებენ სხდომას ჩვენი დეპუტატები. ეს პროტესტი ეძღვნება სხდომის ჩატარებას. პერმანენტულად გაგრძელდება ეს აქციები, იმისთვის, რომ გადადგეს გიორგი გახარია", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

პარლამენტთან გაბმულად ისმის საყვირების და სტვენის ხმა.