თელავში 27 წლის ქალი დაჭრეს - ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ტყვია შემთხვევით მოხვდა
11:16 / 26-06-2019
დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ის თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.