loader

თელავში 27 წლის ქალი დაჭრეს - ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ტყვია შემთხვევით მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში 27 წლის ქალი დაჭრეს - ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ტყვია შემთხვევით მოხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ტყვია შემთხვევით მოხვდა და მისი მისამართით არ უსვრიათ.

დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ის თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.