loader

"მიკროფონი აიღო და მოულოდნელად გამოაცხადა, ჩემს გოგოსთან უნდა ვიცეკვოო... მთელი დარბაზი ტიროდა..." - ქართველი მამა-შვილის ცეკვა ქორწილში ინტერნეტჰიტად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიკროფონი აიღო და მოულოდნელად გამოაცხადა, ჩემს გოგოსთან უნდა ვიცეკვოო... მთელი დარბაზი ტიროდა..." - ქართველი მამა-შვილის ცეკვა ქორწილში ინტერნეტჰიტად იქცა

სულ ახლახან სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, ერთადერთი შვილის ქორწილში პატარძალს ეცეკვა. დიმიტრი გოგოლაძე უკვე ორი წელია ეტლთ სარგებლობს. რთულია, ვიდეოს ცრემლის გარეშე უყურო.

- როცა მამამ გაიგო, გათხოვებას ვაპირებდი, ძალიან გაუხარდა. სანამ მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით, მამამ ყველაფერი იცოდა და მასთან ახლო ურთიერთობ ჰქონდა. ჩემი მეუღლე ძალიან გვედგა გვერდით, როცა მამას მრთული პერიოდი ჰქონდა.
ქორწილში ჩვენი ცეკვა დაუგეგმავად მოხდა.
მიკროფონი აიღო და მოულოდნელად გამოაცხადა, ჩემს გოგოსთან უნდა ვიცეკვოო. დარბაზში ჩვენმა ცეკვამ დიდი ემოცია გამოიწვია. მთელი დარბაზი ტიროდა.
მამას ძალიან ვუყვარვარ და არაერთხელ მოუძღვნია ჩემთვის ლექსიც. ცხრა წლის ნანატრი შვილი ვარ, ამიტომ განსაკუთრებული სიყვარულით ვსარგებლობ, - აღნიშნა mshoblebi.ge-სთან საუბრისას ანა გოგოლაძემ.