loader

მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც 20 წლის მამაკაცის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები ჩანს - რას ამბობს შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც 20 წლის მამაკაცის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები ჩანს - რას ამბობს შსს

მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც 20 წლის მამაკაცის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები ჩანს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი.

"კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედია საშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ.
დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა", - ნათქვამია უწყების მიერ, აღნიშნულ ვიდეომასალასთან დაკავშირებულ კომენტარში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა კადრები, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლაძის ქუჩაზე ერთ-ერთი თვითმხილველის მიერაა გადაღებული.
"ახალი უმძიმესი კადრები, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ აქციის მონაწილეებზე ნადირობას ასახავს. ვიდეომასალა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე ერთ-ერთი თვითმხილველის მიერაა გადაღებული", - იუწყება "კურიერი" აღნიშნული კადრების გავრცელებისას.