loader

რამდენს შეადგენს ივანიშვილის ქონება 2019 წელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენს შეადგენს ივანიშვილის ქონება 2019 წელს?

Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, 5 მილიარდ 320 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 350-ე ადგილზეა.

როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო სამ თვეში 100 მილიონო დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 28 მარტის მდგომარეობით, მისი ქონება 5 მილიარდ 220 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. 28 ივნისის მდგომარეობით კი - 5 მილიარდ 320 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6 მილიარდ 400 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.ობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.