loader

იტალიური ავტომწარმოებლის მორიგი ლეგენდა, რომელიც დღეს ყველა ავტოკოლექციონერის ოცნებაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიური ავტომწარმოებლის მორიგი ლეგენდა, რომელიც დღეს ყველა ავტოკოლექციონერის ოცნებაა

იტალიური ავტომწარმოებლის მორიგი ლეგენდა, რომელიც დღეს ყველა ავტოკოლექციონერის ოცნებაა

Dino 246F1 ფერარის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მოდელია.
ბრიტანელი მაიკ ჰოთორნი 1958 წელს სწორედ ამ ბოლიდით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულა 1-ში.
1959 წელს ძარა განაახლეს და გააუმჯობესეს, რის შემდეგაც ავტომობილი უფრო ელეგანტური გახდა.

Dino 246 F1-ის დებიუტი 1958 წელს, არგენტინის გრანპრიზე შედგა. სკუდერიას ჰყავდა იმ დროისთვის საუკეთესო მრბოლელი მაიკ ჰოთორნი, რომელმაც Dino 246F1 ით პირველი გამარჯვება საფრანგეთის გრანპრიზე, რეიმსში მოიპოვა.

მაიკ ჰოთორნი სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვებით, მაგრამ ბევრჯერ კარგი პოზიციის დაკავებით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერაც დაასრულა.

1959 წელს, ტონი ბრუკსის სახით გუნდში ისევ ბრიტანელი დაბრუნდა, მაგრამ მისი ორი გამარჯვება საფრანგეთსა და გერმანიაში, საკმარისი არ აღმოჩნდა. წინ განლაგებული ძრავის მქონე ბოლიდების ერა წარსულს ბარდებოდა.
1960 წელს Dino 246 F1-ის კონცეფცია უკვე საბოლოოდ ჩაითვალა მოძველებულად. ის ჯერ კიდევ მძლავრი, მაგრამ უკვე მძიმე იყო. სკუდერიამ ერთადერთი გრანპრი მოიგო - იტალიაში, მონცაზე...

6 ივლისიდან, ჟურნალ „ავტობილდთან“ ერთად გთავაზობთ ყველა ავტომოყვარულისთვის საოცნებო იტალიური ავტომწარმოებლის მორიგ ლეგენდას - ეს არის Ferrari F 246, რომელიც 60 წლის წინ, ავტოსპორტის უდიდესი ვარსკვლავი იყო, დღეს კი ყველა ავტოკოლექციონერის ოცნებაა.