loader

ავტომობილის მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ფასები იცვლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილის მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ფასები იცვლება

ავტომობილის მართვის მოწმობის საფასური იცვლება. ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. კერძოდ, პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ფასები გათანაბრდება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დადგინდება.

კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში პირველ ეტაპზე ანუ დახურულ მოედანზე პრაქტიკულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების საფასური - 40 ლარი; ხოლო მეორე ეტაპზე ანუ რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) ერთჯერადად დაშვების ფასი - 90 ლარი იქნება.