loader

რა ხდება პარლამენტთან, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა და "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება პარლამენტთან, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა და "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

მთელი ღამის მანძილზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა.

ამ დროისთვის ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იმყოფებიან, სადაც ასევე რჩებიან სამართალდამცველები.