loader

4 წლის გოგონა, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, აფხაზეთში იპოვეს - "რომ იცოდეთ რა გადაიტანა ბავშვმა, იტირებთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 წლის გოგონა, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, აფხაზეთში იპოვეს - "რომ იცოდეთ რა გადაიტანა ბავშვმა, იტირებთ"

4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს. როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განუცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა. "ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ იცოდა სად მიჰყავდა მამამისს", - აცხადებს თაკო გოგსაძე.

როგორც 4 წლის გოგონას დედა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, შვილი მას სამართალდამცავებმა უვნებელი დაუბრუნეს. დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებს პოლიცია 8 დღის განმავლობაში აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს თაკო გოგსაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილისა და ბავშვის მამის ფოტოები და ხალხს მათ პოვნაში დახმარება სთხოვა. "თუ ვინმემ სადმე ნახეთ ეს ბავშვი და კაცი, გთხოვთ, მაშინვე მომწეროთ. ან ქუჩაში ან მარშუტკაში… მეოთხე დღეა, ვეძებთ. მამამისმა გადამალა, ვერ ვპოულობთ", – წერდა ბავშვის დედა.