loader

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მის მიმართ დაწერილ უცენზურო კომენტარს ეხმაურება: "გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო, ჩაისვარა მერე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მის მიმართ დაწერილ უცენზურო კომენტარს ეხმაურება: "გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო, ჩაისვარა მერე"

გუშინ, ინგა გრიგოლიას შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ინტერვიუს  განხილვის დროს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა ჟურნალისტზე უცენზურო კომენტარი დაწერა, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნა რომ კომენტარი გრიგოლიაზე არ დუწერია.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - დაწერა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ. კომენტარს წამყვანი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

"ქადჟი, ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები... რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი.. გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო, ჩაისვარა მერე, არადა, ინტერვიუს დროს წერდა, "ქართულ ოცნებას" არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?" - ნათქვამია ჟურნალისტის სტატუსში. 



ასევე დაგაინტერესებთ: "ინგა უკონტაქტო გაუპატიურებისთვის ჩივის" - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის უხამსი კომენტარი წამყვანს გახარიასთან ინტერვიუს შემდეგ