loader

"შემთხვევით მოხვდა მიტინგზე, ძმაკაცის ქორწილისთვის რაღაცები უნდა მოეგვარებინა და შემთხვევით გაიარა იმ ადგილზე" - დაკავებული კახა ღავთაძის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემთხვევით მოხვდა მიტინგზე, ძმაკაცის ქორწილისთვის რაღაცები უნდა მოეგვარებინა და შემთხვევით გაიარა იმ ადგილზე" - დაკავებული კახა ღავთაძის დედა

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კახა ღავთაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული აქციის დროს ცდილობდა, პოლიციელები დაძაბულობას გაერიდებინა.

ღავთაძის ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან, სადაც დაკავებულია გადმოყვანილი. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, ღავთაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შემთხვევით მოხვდა.