loader

წელიწადში რამდენ მილიონს შოულობს ჭყონიას "მაკდონალდსი" საქართველოში - კომპანიის ანგარიშები ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წელიწადში რამდენ მილიონს შოულობს ჭყონიას "მაკდონალდსი" საქართველოში - კომპანიის ანგარიშები ცნობილია

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია კომპანიის შემოსავლები და მოგება.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს, შემოსავალი 100 მილიონ ლარს, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება "თ და კ რესტორნების" ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა.

კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს "თ და კ რესტორნების" მთლიანი სრული შემოსავალი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 30,340,367 ლარი, შემოსავალი - 63,685,685 ლარი, პირდაპირი ხარჯები კი - 49,823,292 იყო. ცნობისთვის, მთლიანი სრული შემოსავალი არის შემოსავალსა და ხარჯებს შორის არითმეტიკული სხვაობა.

რაც შეეხება მოგებას, 2017 წელს კომპანიის წლიური წმინდა ზარალი/(მოგება) - 1,628,258 ლარი, საერთო მოგება - 13,862,393 ლარი იყო; მოგების გადასახადის ხარჯმა კი - 247,678 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს "თ და კ რესტორნების" საკუთრებაში 92,577,019 ლარის აქტივები იყო.

ამასთან, როგორც კომპანიის ანგარიშგებაშია ასახული, 2017 წლის მონაცემებით, მომხმარებლებისგან მიღებული ფულადი სახსრები - 76,782,687 ლარს, მომწოდებლებსა და თანამშრომლებზე გადახდილი თანხები კი 65,218,512 ლარს შეადგენდა.

სრული სტატიის ნახვა