loader

აჭარაში დედა და დეიდა დააკავეს, რომლებიც 4 არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში დედა და დეიდა დააკავეს, რომლებიც 4 არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

სამართალდამცველებმა აჭარაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ მოქალაქეებთან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.