loader

"ძალიან მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ, მაგრამ აუცილებელია... ამბროლაურის საავადმყოფოში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს" - სტატუსი, რომელსაც "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ, მაგრამ აუცილებელია... ამბროლაურის საავადმყოფოში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს" - სტატუსი, რომელსაც "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ძალიან მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ, მაგრამ აუცილებელია... ამბროლაურის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა!!!

მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დასჭირდა ადგილზე მისვლას... ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული... მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა..." - ნათქვამია "ფეისბუქმომხმარებლის", ალეკო სარდანაშვილის სტატუსში.