loader

როგორია ახალი ავტობუსები, რომლებიც სექტემბრიდან თბილისში შემოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ახალი ავტობუსები, რომლებიც სექტემბრიდან თბილისში შემოვა

თბილისის მერი კახა კალაძე თურქეთში ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. დედაქალაქის მერის თქმით, 8-მეტრიანი 220 ერთეული ავტობუსის პირველი პარტია სექტემბერში შემოვა და მისი შემოყვანა წლის ბოლომდე დასრულდება.

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსები უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსებში ასევე იქნება usb-დამტენები და WiFi.