loader

"მარშრუტკის" მძღოლს გამოუქვეყნეს ვიდეო და რეაგირებას კალაძეს სთხოვენ - "ასეთი რაღაც რომელიმე ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარშრუტკის" მძღოლს გამოუქვეყნეს ვიდეო და რეაგირებას კალაძეს სთხოვენ - "ასეთი რაღაც რომელიმე ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ?"

განახლება| მას შემდეგ, რაც აღნიშნული ვიდეო "პალიტრავიდეოზე" გამოქვეყნდა, ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი დაჯარიმდა და ამასთან, მას 1 თვით აეკრძალა მგზავრების გადაყვანის უფლება.

"ფეისბუქზე" გვერდი, სახელწოდებით "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც  ჩანს, როგორ ეწევა მძღოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელსაც თავად მართავს. 

"42 ნომერი "მარშუტკა"
მიდი, ვაჟკაც იგულავე...
ასეთი რაღაც რომელიმე ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ?
და იმ ქალაქის მერის განცხადება ან რეაგირება ამის ნახვის შემდეგ!!
თქვენს პასუხს და რეაგირებას ველოდებით", - წერს ფეისბუქგვერდი.