loader

"სახე აქვს დალეწილი... ექიმი მეუბნება: საწოლიდან გადმოვარდაო" - რა გახდა მცხეთის კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახე აქვს დალეწილი... ექიმი მეუბნება: საწოლიდან გადმოვარდაო" - რა გახდა მცხეთის კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი?

მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტი გარდაიცვალა. 35 წლის ქალი, სახისა და თავის არეში მრავლობითი მოტეხილობებით,18 დღის განმავლობაში კომაში იყო და მე-19-ე დღეს გარდაიცვალა. 

ოჯახი სამედიცინო პერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.

35 წლის მადონა სუთიძე მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსში" დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. 9 თვის, 2 და 4 წლის ბავშვების დედის ცხედარი ყაზბეგში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო.

ვიდეო: "რუსთავი 2"