loader

VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმზე სტატიებს ამზადებენ - გავლენიანი მედიაგამოცემების ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმზე სტატიებს ამზადებენ - გავლენიანი მედიაგამოცემების ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემების VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel ჟურნალისტები და ბლოგერები იმყოფებიან. ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ისინი ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ბათუმელი დიზაინერ თაკო მექვაბიძის ჩვენებაზე დაწრების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს. მათ შორის არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა. მათი რაოდენობა წლის ბოლომდე გაიზრდება.