loader

"ღრმად ვენდობოდი, მაგრამ... დავიწყე ფარული მეთვალყურეობა, დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში" - ფოთელ ძიძას დედა ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღრმად ვენდობოდი, მაგრამ... დავიწყე ფარული მეთვალყურეობა, დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში" - ფოთელ ძიძას დედა ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებს

ფო­თე­ლი დედა ბავ­შვის ძი­ძას ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მაია ეჯი­ბია სოციალურ ქსელში საკუთარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს:

"ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია ის მამა ნიკოლოზის ცოლის დაა. დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო 3ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?" - წერს მაია ეჯიბია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

რო­გორც "პალიტრავიდეოს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ცი­ამ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.