loader

"დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი" - ირაკლი ოქრუაშვილის პოსტი საპატიმროდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი" - ირაკლი ოქრუაშვილის პოსტი საპატიმროდან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროდან პოსტს აქვეყნებს:

"ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს. დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვიფიქრე, მოვკლავ-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. - მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ-მეთქი, გავიფიქრე. ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე, ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები, რაღაც სახელს დავარქმევ-მეთქი.

სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი, აბა, სხვა რა სახელს დავარქმევდი, როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა, რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს, როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას." - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.