loader

"ხელში რომ ავიყვანე, გაყინული იყო" - რა გააკეთა პოლიციელმა, როცა ოზურგეთში ბალახებში მიტოვებული ჩვილი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელში რომ ავიყვანე, გაყინული იყო" - რა გააკეთა პოლიციელმა, როცა ოზურგეთში ბალახებში მიტოვებული ჩვილი იპოვა

ოზურგეთში სამართალდამცველებმა ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.