loader

მალე აუდიოწიგნების ვებგვერდზე gudabooks.ge წიგნებს თავად ავტორები წაგიკითხავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალე აუდიოწიგნების ვებგვერდზე gudabooks.ge წიგნებს თავად ავტორები წაგიკითხავენ

მალე აუდიოწიგნების ვებგვერდს - gudabooks.ge ქართველი ავტორების თავად გახმოვანებული ნაწარმოებები დაემატება. ამჯერად, საკუთარ ნაწარმოებებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ალეკო შუღლაძე და გიორგი კეკელიძე ახმოვანებენ.

პროექტის ავტორების თქმით, აუდიოვერსიის მოსმენა ორმაგად სასიამოვნოა, როცა იცი, რომ საკუთარ ნაწარმოებს მწერალი თავად გიკითხავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, შეეთავაზებინათ ავტორებისთვის საკუთარი წიგნების აუდიოვერსიების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

ასე რომ, gudabooks.ge-ზე მალე პროფესიონალი მსახიობების გარდა, უშუალოდ წიგნის ავტორების ხმებსაც აღმოაჩენთ.