loader

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებულ ტაძარში კარადა ჩააშენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებულ ტაძარში კარადა ჩააშენეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურად არის დამონტაჟებული.