loader

ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლი ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს - "არავის მივცემ უფლებას, ჩალით იყოს დაფარული ქვეყანა და მით უმეტეს, ჩემს ოჯახთან დაკავშირებით..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლი ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს - "არავის მივცემ უფლებას, ჩალით იყოს დაფარული ქვეყანა და მით უმეტეს, ჩემს ოჯახთან დაკავშირებით..."

ქართველი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლი გვანცა ნიშნიანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ძმის, ნოდარ ნიშნიანიძის დაკავებას ეხმაურება. გვანცა ნიშნიანიძე ვიდეოში აღნიშნავს, რომ მისი ძმა უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი. ასევე, მისი თქმით, მის ძმას არაერთხელ დაემუქრნენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებით. ერთხელ, მსგავსი ბრალდებით დაკავებისას კი, ის გამართლდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.