loader

რა გადიოდა "რუსთავი 2"-ის ეთერში დილის 9-საათიანი კურიერის ნაცვლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადიოდა "რუსთავი 2"-ის ეთერში დილის 9-საათიანი კურიერის ნაცვლად

დღეს დილით, 9-საათიანი "კურიერი" "რუსთავი 2"-ის ეთერში არ გასულა.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა "რუსთავი 2" დატოვეს. მათ შესაბამისი განცხადება "კურიერის" 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

ამასთან, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გათავისუფლდა.

განახლება: რამდენიმე წუთის წინ, "რუსთავის 2"-ის საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავა.

"არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, "კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავა. დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს." - ნათქვამია განცხადებაში.