loader

შემოაღწევს თუ არა საქართველოში რადიაცია რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემოაღწევს თუ არა საქართველოში რადიაცია რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის პასუხი

8 აგვისტოს რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდისას აფეთქდა.
მომხდარის შემდეგ რადიაციული ფონის მონიტორინგის ოთხმა სადგურმა მუშაობა შეწყვიტა.
ბოლო რამდენიმე დღეა, როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიასაშუალებები რადიაციის გავრცელების შესახებ იუწყებიან. სოციალურ ქსელში კი ქართველების განწყობებსა და შიშებს ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CTBTO) მოსამზადებელი კომისიის აღმასრულებელი მდივნის, ლასინა ზერბოს მიერ გავრცელებული მონაცემთა მოდელირებული გრაფიკა ამძაფრებს, რომელშიც ნაჩვენებია აფეთქების შემდეგ რადიაციის პოტენციური გავრცელების არეალი, რომელშიც კავკასია და მათ შორის, საქართველოც მოხვდა.