loader

როგორ აღნიშნავენ "თბილისობას" მინსკში - ვიდეოს კახა კალაძე ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღნიშნავენ "თბილისობას" მინსკში - ვიდეოს კახა კალაძე ავრცელებს

ბელარუსის დედაქალაქში „თბილისობა 2019“ იმართება. ბელორუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ფესტივალს  ესწრება. 
თბილისის მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ბელარუს ხალხს „თბილისობის“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.

ბელარუსის დედაქალაქში ეს ქართული კულტურის რიგით მეხუთე ფესტივალია, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის: ექსპოზიციები, გამოფენები, კონცერტები იმართება. ასევე, წარმოდგენილია ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.

ღონისძიების ამსახველ ვიდეოებს თავად თბილისის მერი კახა კალაძე "ინსტაგრამზე" ავრცელებს.