loader

რის გამო გაუტეხა ცხვირი აკაკი ბობოხიძემ ირაკლი იმნაიშვილს 2005 წელს - "რ2"-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძველი სკანდალური ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რის გამო გაუტეხა ცხვირი აკაკი ბობოხიძემ ირაკლი იმნაიშვილს 2005 წელს - "რ2"-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძველი სკანდალური ეთერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ის ასევე დაიკავებს ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

ირაკლი იმნაიშვილის წარდგენისას სალიამ აღნიშნა, რომ "ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, რომელიც იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა."

შემთხვევა კი, რომელსაც სალია გულისხმობდა, 2005 წელს მოხდა, როდესაც ქუთაისის ტელეკომპანია "რიონის" სტუდიაში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილსა და იმერეთის გუბერნატორ აკაკი ბობოხიძეს შორის პირდაპირი ეთერში მიმდინარე დებატებისას წარმოშობილი სიტყვიერი ურთიერთშეურაცხყოფა, მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Palitravideo.ge-ს ეს ვიდეო მომზადებულია Humanrights-ის საარქივო პუბლიკაციაზე დაყრდნობით.