X
"უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა" - რა ისტორიას იხსენებენ ქალზე, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დანით დაჭრა
14:44 / 28-08-2019
"ფეისბუქმომხმარებელი" ნიკოლოზ ჰუმანოიდი "ფეისბუქზე" პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, 51 წლის ქალი, რომელიც 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და დაჭრა, ბავშვებზე წარსულშიც ძალადობდა.

"დაახლოებით 2-3 წლის წინ აბანოებთან ვასეირნებდი ლუკას (იქ ვცხოვრობდით). ლუკა ხელით მეჭირა, რადგან ბაღამდე წვრილი ტროტუარი იყო. უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა. უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ლუკამ თავზე რომ მოიკიდა ხელი, არა უშავს, ძაან არ მეტკინაო, მეუბნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა დამემართა. მივვარდი, ხელი ვკარი და აბანოს აგურზე მიგორდა და ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ გავგუდავდი.

მერე ცოტა აზრზე მოვედი და ბავშვთან მივვარდი. ეგეთი სახე ალბათ არ უნახავს, მამშვიდებდა, არა უშავს, არ მეტკინაო.

ძააან დიდი ტრავმით დადის და ძაან სახიფათო ნაღმია.
და, რამდენი ეგეთი მონსტრი მოძრაობს" - წერს მამაკაცი. 



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
"გვცემდნენ, ძალადობდნენ, გვსჯიდნენ..." - ამბავი ნიგერიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან