loader

"წარმოიდგინეთ, ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართავენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმოიდგინეთ, ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართავენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მომხდარს ნანუკა ჟორჟოლიანიც ეხმაურება: 

"წარმოიდგინეთ, ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართავენ. მოდის პოლიციელი თქვენ დასაცავად, რომელსაც ნასვამი მამაკაცებიდან ერთ-ერთი იარაღს ართმევს და თავში გასროლით კლავს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დაცვას ცდილობდა.

მკვლელს აკავებენ. უსჯიან 11 წელს და 4 წელიწადში პრეზიდენტი იწყალებს.

უსამართლობის განცდას რომ თავი დავანებოთ; იმასაც, რომ 22 წლის პოლიციელი დედას სახლში მიუსვენეს, რა მესიჯია? რას ეუბნება კრიმინალებს სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებით?

არაფერია უსამართლობის განცდაზე სასტიკი. 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა! კრიმინალების პრეზიდენტმა." - წერს ჟურნალისტი.

რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.