loader

"მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, მძიმე პრეპარატებს იღებს" - რას ჰყვება ადვოკატი 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალთან შეხვედრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, მძიმე პრეპარატებს იღებს" - რას ჰყვება ადვოკატი 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალთან შეხვედრის შემდეგ

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

ამ წუთებში თბილისის მთავარ სამმართველოში მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებულ ქალს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ბრალს ოფიციალურად აცნობენ. როგორც დაკავებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადვოკატის თქმითვე, ის ბოლოს მკურნალობის მიზნით კლინიკაში 2017 წელს იყო მოთავსებული.

ჰქონდა თუ არა ბრალდებულს პრეპარატები შემთხვევის დღესაც მიღებული, ადვოკატი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წამლები იმ დღესაც ჰქონდა მიღებული.