loader

"დღეს, რუს-ოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი, ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება" - რა ვიდეოს აქვეყნებს დავით ქაცარავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს, რუს-ოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი, ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება" - რა ვიდეოს აქვეყნებს დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ წნელისთან, მათი მოძრაობის წევრებმა რუსულ-ოსური დრონი გაანეიტრალეს. ქაცარავა ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:

"დღეს, რუს-ოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტოტიაზე.

ცოტა ხანში რუს-ოსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი.
საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ?

ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?" - წერს ქაცარავა.