"ივანიშვილის მხრიდან ამაზე წასვლა ნიშნავს, რომ მან დაიჯერა რეალობა, რომელიც იქმნება მისი ბოტების და ტროლების მხრიდან" - შოთა დიღმელაშვილი
11:45 / 03-09-2019
"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამაზე წასვლა ნიშნავს, რომ მან დაიჯერა რეალობა, რომელიც იქმნება მისი ბოტების და ტროლების მხრიდან", - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს. დიღმელაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი გაპრემიერებით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს.