loader

უამრავი ნიუსი რომ არ წაიკითხოთ, ერთი ვიდეოს ნახვით, დღეს განვითარებულ მოვლენებზე ყველაფერს შეიტყობთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უამრავი ნიუსი რომ არ წაიკითხოთ, ერთი ვიდეოს ნახვით, დღეს განვითარებულ მოვლენებზე ყველაფერს შეიტყობთ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე მიიღეს.
თუმცა სამთავრობო ცვლილებები აქ არ დასრულებულა.

პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა გახარიამ თავის გუნდში საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სამთავრობო გუნდს თავდაცვის მინისტრის კანდიდატობის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი დაუბრუნდა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.