loader

რა მოხდება, თუ გრენლანდია დადნება - უდიდესი საფრთხე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რადგან წელს იქ ყინული რეკორდული სისწრაფით დნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდება, თუ გრენლანდია დადნება - უდიდესი საფრთხე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რადგან წელს იქ ყინული რეკორდული სისწრაფით დნება

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, სადაც 200-ზე მეტი უზარმაზარი მყინვარი მდებარეობს. მათი უმრავლესობა ოკეანის ღრმა წყლებშია შეჭრილი.
მეცნიერების თქმით, გრენლანდიის მასიური ყინულები წელს რეკორდული სისწრაფით დნება. მხოლოდ 2019 წელს, დანაკარგი იმდენად დიდია, რომ მსოფლიოს ზღვის დონის ასამაღლებლად საკმარისია.
მკვლევარები, როგორც თავად აცხადებენ, „გაკვირვებულები არიან“ ყინულის დნობის ასეთი დაჩქარებული ტემპით, რაც რასაკვირველია, ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებისთვის დიდი საფრთხის შემცველია.
გაეროს ინფორმაციით, გასულ თვეს გრენლანდიაში 160 მილიონი ტონა ყინული დადნა. სპეციალისტების ცნობით, ერთი თვის განმავლობაში გრენლანდიიდან ატლანტის ოკეანეში 197 მილიარდი ტონა წყალი ჩავიდა, რაც საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ მსოფლიო ოკეანეში წყლის დონემ ნახევარი მეტრით აიწიოს.