"ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!" - რა პოსტს აქვეყნებს დავით ბერძენიშვილი მას შემდეგ, რაც კვიციანი მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა
16:40 / 08-09-2019
"ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!" - დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა. მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. როგორც ცნობილია, კვიციანის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი გახდა დავით ბერძენიშვილის შვილი ზუკა ბერძენიშვილიც.