loader

რას ამბობს დალი ჩიტალაძის შვილი მას შემდეგ, რაც ვაკეში, წირვიდან გამოსულს დანა დაარტყეს - "დიდება უფალს და მადლობა ყველაფრისთვის!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს დალი ჩიტალაძის შვილი მას შემდეგ, რაც ვაკეში, წირვიდან გამოსულს დანა დაარტყეს - "დიდება უფალს და მადლობა ყველაფრისთვის!"

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი დალი ჩიტალაძის ვაჟი ვახტანგ სუთიძეა. შემთხვევიდან მალევა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე საათის წინ ვახტანგ სუთიძე ფაქტს "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა. "ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და სიყვარულისათვის. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!", - დაწერა სუთიძემ.

შეგახსენებთ, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეს მყოფი დ.ს. დააკავა.
სამართალდამცველებმა დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.